|
2020-12-26 00:23:08, 855 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება მიმდინარეობს. სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდეგ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა. მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, როგორ აღმოაჩინეს იქ- ყველა ნიმუშის ათი პროცენტის სეკვენირება ხდება. გენომის სეკვენირება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ, თუ იქნება დადასტურება, რა თქმა უნდა მოსახლეობას ვაუწყებთ. ვიცით, ბრიტანული და უკვე სხვა წყაროებიდანაც, რომ თითქოს ამ შტამს უფრო სწრაფად გავრცელების, ადვილად გადადების უნარი აქვს და არ არის უფრო ვირულენტური, ანუ არ არის უფრო აგრესიული. ისიც ვიცით, რომ დღეს უკვე დასრულებული ან დასრულების ფაზაში მყოფი ვაქცინები ამას გადაფარავენ, ამ შტამის საწინააღმდეგოდაც იმოქმედებენ. ეს არ არის ახალი აღმოჩენა. ამის შესახებ ჯერ კდევ სექტემბერში იყო საუბარი. რადგან რესპირაციულ ვირუსებს საკმაოდ სწრაფი და ხშირი მუტაციები ახასიათებთ. ამიტომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)