09:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 15:14:24, 609 ნახვა

კომენტარი
ელენე ნიჟარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას აწყობს სპეკულაცია, თითქოს ISFED და ოპოზიცია გარიგებით მოქმედებდნენ

 „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ძალიან აწყობს სპეკულაცია, თითქოს ISFED და ოპოზიცია გარიგებით მოქმედებდნენ.

მისი თქმით, პროცესებში ოპოზიციის მხრიდან ჩარევა არ მომხდარა.

„ოპოზიციის ჩარევის შესახებ საუბარი  სუფთა სპეკულაციაა, მესმის, რომ მმართველ პარტიას ძალიან აწყობს ასეთი სპეკულაცია და ამით თემის აქტუალურობის შენარჩუნება, პირველ რიგში,  ორგანიზაციის მიმართ, რასაც წლებია აკეთებენ. გამოვრიცხავ აბსოლუტურად ჩარევას, ეს იყო ადამიანური შეცდომა რომ შეიყვანეს ბათილი ბიულეტენები. რაც შეეხება მმართველ პარტიას, თუ როგორ გაიგეს, მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამაზე, მაგრამ არაფერს არ გამოვრიცხავ, რადგან ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ მიყურადება ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics