|
2020-12-25 10:15:05, 447 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი მუკნიაშვილი: უკანონო თევზჭერის აღმოფხვრის მიზნით, არსებული რეგულაციები გამკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მეთევზეებთან შეხვედრა გაიმართა. დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა მეთევზეებს, გაერთიანებებისა და ფედერაციის წარმომადგენლებს დეპარტამენტის ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადდა. ინიციატივები გულისხმობს თევზჭერის წესში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ისეთი ცვლილებების შეტანას, რამაც უკანონო თევზჭერის აღკვეთა უნდა უზრუნველყოს. „მეთევზეთა გაერთიანებებისა და ფედერაციების წარმომადგენლებთან შეჯერებული ინიციატივები უახლოეს მომავალში შესაბამის სამართლებრივ ფორმას მიიღებს. ამ პროცესში კი, მსგავსი შეხვედრები და სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა. შეხვედრაზე, მეთევზეებმა და გაერთიანებების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანონო თევზჭერის აღმოფხვრისა და თევზჭერის რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია. „მოვისმინეთ დეპარტამენტის ინიციატივები და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. იმედი გვაქვს, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება, რომელთა საშუალებით, საქართველოში ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა მასშტაბებს შეიძენს“, - აღნიშნა „მეთევზეთა გაერთიანება - ეკორეინჯერების“ წარმომადგენელმა, მირიან შარიქაძემ. როგორც შეხვედრაზე საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, თენგო ბინიაშვილმა აღნიშნა, მხარეები ცალსახად თანხმდებიან, რომ ნებისმიერი სახის თევზჭერა უნდა იყოს რეგულირებული, უნდა ემორჩილებოდეს გარკვეულ კანონებსა და წესებს. „დეპარტამენტის ინიციატივებს ვეთანხმებით და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თენგო ბინიაშვილმა. „თევზჭერის ახალი რეგულაციების შემოღება მნიშვნელოვანია უკანონო თევზჭერის აღმოფხვრისა და იქთიოფაუნის დაცვისთვის. მზად ვართ, დეპარტამენტს ამ რეფორმის განხორციელებაში მაქსიმალურად დავუდგეთ მხარში“, - აღნიშნა „სპინინგ.ჯი-ს” წარმომადგენელმა, დავით მორალიშვილმა. შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაია და იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია ესწრებოდნენ.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)