|
2020-12-24 15:51:59, 590 ნახვა
საზოგადოება
თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
სამგორის რაიონის გამგეობამ თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა 24 000 კვ.მ ფართობის საგზაო ინფრასტრუქტურა, რისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 330 000 ლარი გამოიყო. დასკვნით ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო. თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს. თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი, სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა. თვალჭრელიძის ქუჩაზე 19 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარი. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, საგზაო ინფრასტრუქტურა 24 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ენდი როუდი“ შეასრულა.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)