22:12 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 09:42:26, 675 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ.

უფლებადამცველების თქმით, მათთვის უცნობია რომელ მოწმეს წარმოადგენს ბრალდების მხარე.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, აქამდე დაკითხული მოწმეები ვერ ადასტურებენ დაკავებულთა ბრალეულობას.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ბრალდებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics