11:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-21 12:23:59, 464 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, დავიწყეთ მუშაობა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის კოლეგიური ორგანო. მისი წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

„რეფორმის შედეგად,​ განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციების გაუმჯობესება. 

მნიშვნელოვნად შემცირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისა და გადაწყვეტის დრო, გაიზრდება დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, დაწესდება ამ გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ეფექტური მექანიზმი", - აღნიშნა მან.

ივანე მაჭავარიანის თქმით,  პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამჟამად, მიმდინარე დავების განხილვა სრულად გადასულია ელექტრონულ ფორმატზე და ხორციელდება დისტანციურად.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics