10:21 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 17:55:27, 351 ნახვა

საზოგადოება
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე

#ტარიელი60წელიგმირიუკვდავია

დღეს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების  60 წლისთავთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკს კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი, ტარიელ შარიფაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პოლკოვნიკის სახელის უკვდავსაყოფად   სოფელ ზემოხანდაკში ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი და საფლავი გვირგვინით შეამკეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს.

ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე კასპის ბატალიონთან ერთად ცხელ წერტილებში იბრძოდა.

საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა  მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, სოფლის სკვერს სადაც დგას მისი ბიუსტი, ასევე კასპში ერთი ქუჩა მისი სახელობისაა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics