|
2015-09-29 14:31:51, 731 ნახვა
ეკონომიკა
გასული წლის სექტემბერთან შედარებით, წელს გადამუშავებული ყურძნის ოდენობამ იკლო
29 სექტემბრის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, წელს გადამუშავებული ყურძნის ოდანობამ იკლო, რისი მიზეზიც რთველის გვიან დაწყებაა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამის მიზეზად უამინდობას ასახელებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, 2014 წელს რთველი დაიწყო 27 აგვისტოს, ხოლო 2015 წელს 10 სექტემბრიდან. 2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. 2014 წლის ამავე პერიოდში გადამუშავებული იყო 105 ათასი ტონა“. ჯერჯერობით უცნობია რა ტენდენცია დაფიქსირდება ჩასაბარებელი ყურძნის ოდენობაზე, რადგან რთველი ჯერ დასრულებული არ არის. „ 2014 წელს ყურძენი ჩააბარა სულ 20 ათასამდე მევენახემ, წელს 29 სექტემბრისთვის 11 ათასამდე მევენახემ მიმართა ღვინის კომპანიებს ყურძნის ჩასაბარებლად“, - აღნიშნეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. ამჟამინდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. რქაწითელი -39,5 ათასი ტონა, საფერავი 33,5 ათასი ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. სოფლის მეურნების მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტონა, ყვარელი - 15,5 ათასი, სიღნაღი - 7,3 ათას ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 3,5 ათასი., ახმეტა - 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)