09:13 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 11:38:56, 585 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო

300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემრულებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე 65 ათასზე მეტი განაცხადია მიღებული.

„28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მეოთხე ტალღა, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა. ვგულისხმობ ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგან 54 ათასი განაცხადი დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics