08:13 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 10:51:20, 553 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 160 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუძენს.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება პრიორიტეტს წარმოადგენს. მხოლოდ 2020 წელს, სააგენტომ სახლი 200-მდე  ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.  

ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/news-60/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics