|
2020-12-14 12:57:55, 627 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - პირდაპირ გეუბნებით, მომდევნო 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების დიდი რაოდენობაა. „ჯერჯერობით არავითარი თვითდამშვიდების საფუძველი არ გავქვს. ამიტომ, დაცული უნდა იქნას ყველა შემზღუდველი ღონისძიებები, პლიუს ნიღბის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და ასე შემდეგ. ჩვენ მომავალი ორი კვირა, პირდაპირ გეუბნებით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა გვექნება, რადგან ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. დაახლოებით, 400-მდე პაციენტი ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათ გადასარჩენად ყველაფერი კეთდება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)