07:15 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 09:59:54, 514 ნახვა

საზოგადოება
დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული RSM -ის გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დახვდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა გერმანიაში გადასროლისწინა სწავლება 5 თვის განმავლობაში გაიარეს. მათ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, მათ შესაბამისი მომზადება საქართველოში გაიარეს. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics