|
2020-12-07 18:28:18, 622 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს COVID-19-ისგან დამცავი პერსონალური აღჭურვილობა გადასცა
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შვეიცარიის კონფედერაციის დაფინანსებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს COVID-19-ისგან დამცავი პერსონალური აღჭურვილობა (სახის დამცავი ფარები, პირბადეები, ბიოკომბინიზონები, ასევე, სამედიცინო ხალათები, დამცავი სათვალეები, ბახილები, რესპირატორები და ერთჯერადი ხელთათმანები) გადასცა. დახმარება “მიგრაციისა და საზღვრის მართვაში საქართველოს მთავრობის Covid-19 რეაგირების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნულ აღჭურვილობას საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და კონტროლის ზონებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)