06:15 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 15:19:53, 549 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ნაძვის ხე პროდუქტების იმ ჩამონათვალით მორთეს, რომელზეც საქართველოში ფასი გაიზარდა

ბათუმში აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენიმე საათის წინ დადგეს ნაძვის ხე, რომელიც საკვები პროდუქტების იმ ჩამონათვალით არის  მორთული, რომელზეც საქართველოში დღეს ფასი გაიზარდა.

როგორც მედიის ეთერიდან ირკვევა, ეს პროდეუქტები გახლავთ: ფქვილი, ბრინჯი, ხორცი, ზეთი, შაქარი და ა.შ.

მედიაში აცხადებენ, რომ ეს არის არასამთავრობა ორგანიზაცია „იმოქმედეს“ ინიციატივით აწყობილი საახალწლო ნაძვის ხე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში აქცია უკვე 34 დღეა, რაც უცვლელად მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, უცვლელი ორი მოთხოვნით და ეს მოთხოვნები ახალი არჩევნები და "ქართული ოცნების" ზეწოლისგან ცესკოს ადმინისტრაციის გათავისუფლებაა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ტვ პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics