2020-11-26 23:23:25, 581 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე საჯარო მოხელეებზე - სამსახურში ყავას სვამდნენ და ეწეოდნენ, ახლა იმავეს სახლში გააკეთებენ
„სამსახურში ყავას სვამდნენ და ეწეოდნენ, ახლა იმავეს სახლში გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეებისთვის დაწესებული შეზღუდვებით არაფერი იცვლება.
„საჯარო მოხელეები Facebook-ზე სხვებს რომ ამუნათებენ, დაეტიე სახლშიო, რას ნიშნავს? ის თუ არ წავიდა სამსახურში, იმას შემოსავალი არ აქვს.
ეს საჯარო მოხელეები ისედაც არაფერს არ აკეთებენ მათი უდიდესი უმრავლესობა, ეხლა სახლში ზიან და იქიდან სხვებს ამუნათებენ, გაჩერდიო.
ფეხზე ჰკიდიათ. თვითონ ზის სახლში, განსხვავება ისაა, რომ მანამდე დადიოდა, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. ეხლა სახლში ზის და სახლში აკეთებს იგივეს, მაგრამ შემოსავალი არ შემცირებია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,