|
2015-09-25 14:42:51, 559 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე სოციალური საწარმოების პრეზენტაციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ სოციალური საწარმოების პრეზენტაციას დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური საწარმოების პროგრამა რემისიაში მყოფ ნარკომომხმარებლებს შრომითი სარეაბილიტაციო პროგრამის შესაძლებლობას სთავაზობს, რითაც ხელი ეწყობა მათ სოციალურ ინტეგრაციას, ასევე, მათი დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარებას. თამარ ხულორდავას განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს მიზანი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა და აღნიშნული პროექტი სწორედ ამას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აუცილებელია მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს. ,,იქმნება სოციალური საწარმო, რომლის ფარგლებში საშუალება გვექნება ვასწავლოთ და დავასაქმოთ პრობაციის სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფი ნარკოდამოკიდებული მიგრანტი, ან პოტენციურად მიგრანტი პირობით მსჯავრდებულებები. ასეთი პროექტების განხორციელება დამოუკიდებლად ერთი უწყებას ძალიან გაუჭირდება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან“, - აცხადებს თამარ ხულორდავა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი არსოშვილის თქმით, კი მსგავსი ტიპის პროექტები პირობითი მსჯავრდებულების პროფესიულ ცოდნას აამაღლებს. ,,პროექტის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში შეიქმნა სოციალური საწარმო ხის გადამუშავების მიმართულებით. საწარმოში მუდმივად იქნება სამუშაო ადგილები პირობით მსჯავრდებულებისთვის. მუშობის გარდა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროფესიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ შემდგომში სამსახურის მოძიებაში“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა. პროგრამის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოციალური საწარმოების ხუთ განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს: პრობაციის ეროვნული სააგენტო შპს ,,პერსპექტივა“; გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნეობა; იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშულის პრევენციის ცენტრი“; არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ,,კამარა“, რომლის ძირითად საოპერაციო სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი ქვის დამუშავება, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა“. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალურ საწარმოების პროგრამა მხარდაჭრილია მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფოს სამდივნოს მიერ. ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში ექვსი საწარმოა დაფუძნებული.
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)