00:48 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 18:53:35, 674 ნახვა

საზოგადოება
ბოდიშს ვიხდი მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა არჩია - პრეზიდენტი ცერცვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც დღეს კორონავირუსით დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებას უსურვებს.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ის ბოდიშს უხდის ექიმებს იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებმაც ექიმების მადლიერებას, მათი ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.

„ბატონ თენგიზს კორონავირუსი დაუდგინდა. მსუბუქი ფორმაა და სახლში მკურნალობს.

მინდა სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო!

მინდა, პირადად ვუთხრა მადლობა მისი თავდადებისთვის, კორონასთან ათთვიანი, დღე და ღამე შეუპოვარი ბრძოლისთვის!

მინდა ბოდიში მოვუხადო მათ მაგივრად, ვინც მადლიერების ნაცვლად, ექიმების ლანძღვა და შეურაცხყოფა არჩია.

ბატონო თენგიზ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მადლობას გიძღვნით და თქვენთვის ლოცულობს!

მხნედ იყავით! მალე დაუბრუნდით ამ ბრძოლას!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics