|
2020-11-10 16:55:00, 582 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, სამართალდარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ო.კ. მართავდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა და ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიზუალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, პოლიეთილენის ფირი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60144 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)