|
2020-11-10 10:15:29, 515 ნახვა
საზოგადოება
ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. დაბა აბასთუმანში აშენდა სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლებიც სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. მოეწყო ნაპირდამცავი კედელი, აშენდა ხიდი, გაიწმინდა სარწყავი არხი. განხორციელებული პროექტის შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)