|
2020-11-07 17:08:50, 772 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული ოქმები არ დააკმაყოფილა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. „მოსამართლე ვალერიან ფილიშვილისგან, რომელმაც წინა წლის 20 ივნისის აქტივისტები პატიმრობაში ბითუმად შეუშვა, სხვანაირ გადაწყვეტილებას არც ველოდი. მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა გამოჩნდეს, რომ სისტემას ეშინია გახსნას 1 ყუთიც კი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, რომ იქიდან არ ამოვიდეს ისეთი ჯინი, რომელიც წალეკავს ამ სისტემას. ვიცით, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასაც არ მოჰყვება შედეგი, თუმცა, ჩვენი მიზანია კარგად გამოჩნდეს რამხელა უკანონობაზე წავიდა საოლქო კომისია, როგორ არის ეს სისტემა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და იცავს თუნდაც 1 უბნის შედეგებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ პროცესის დაწყების წინ ანა დოლიძე საქალაქო სასამართლოსთან პურით ხელში მივიდა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან სამართალი პურს მაინც შეჭამს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)