|
2020-11-06 16:01:55, 747 ნახვა
საზოგადოება
REDMED-ი COVID19-ის მართვის ონლაინ პროგრამას იწყებს
REDMED-მა COVID-19 მართვის ონლაინ პროგრამა შექმნა. პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმის კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მიიღონ. ვირუსის დისტანციური მართვა მოიცავს: ● სიპტომების პირვალად შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას. ● ბინაზე ინფექციის მართვას და მკურნალობას ● ექიმის კვალიფიციურ პასუხს COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებულ კითხვებზე
● პაციენტის განათლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ ოჯახის ექიმების ვირუსის მართვის პროგრამა შეიქმნა ყველასთვის, ვინც მკურნალობს სახლში, არის თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით. ოჯახის ექიმთან კონსულტაცია ვიდეოზარით ხორციელდება. პირველ კონსულტაციაზე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დადგენა მოხდება – განისაზღვრება, რამდენად საჭიროა პაციენტის კლინიკაში მკურნალობა. ბინაზე მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში ,კი ექიმი განსაზღვრავს, როგორი განრიგით განაგრძოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კონსულტაციიდან მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებითი გადასახადის გარეშეა შესაძლებელი ექიმთან დარეკვა და რჩევის მიღება. COVID-19-ის მართვის პროგრამაში ჩართულ ოჯახის ექიმებს უკვე გავლილი აქვთ გადამზადების სპეციალური კურსი და სრულად ფლობენ COVID-19-ის ინფექციის მართვის ადგილობრივ და საერთაშორისო პროტოკოლს. მათ ასევე გავლილი აქვთ სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც ოკლაჰომა სითის ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა. REDMED-ის ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმები 24 საათის განმავლობაში იქნებიან ხელმისაწვდომი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)