|
2020-11-03 11:28:50, 481 ნახვა
საზოგადოება
მტირალას ეროვნული პარკი World Travel Awards-ის გამარჯვებულია
მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards- ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში, მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული - „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად, მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი. მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა, 24 სექტემბრამდე, ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორიდან. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული; ეს კატეგორიებია: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და სხვა. მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში, ის ყველაზე ნალექიანი ადგილია, და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)