|
2020-10-30 21:41:31, 627 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 249 დევნილ ოჯახს გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიან ბინას 249 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს დაექვემდებარება 1191 დევნილი ოჯახი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 და მეტი ქულა. „როგორც დევნილებისთვის ცნობილია, 2019 წელს ქალაქ თბილისში, ოროთახიანი ბინები განაწილდა 9 ქულიდან. 2020 წლის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, განახევრდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა და უკვე, 4,5 ქულიდან, 1191 დევნილი ოჯახის განაცხადი დაექვემდებარება მონიტორინგს. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა სააგენტომ რადიკალურად შეცვალა განსახლების წესი. მიუხედავად ბინების რაოდენობისა, არ გაიზრდება მონიტორინგს დაქვემდებარებული ქულა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დევნილ ოჯახს მიეცემა ადმინისტრაციული დაპირება, ხოლო სააგენტო, ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, შეიძენს საცხოვრებელ სახლებს”, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 5000-მდე დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)