|
2015-09-22 15:23:39, 586 ნახვა
საზოგადოება
80-იანი წლების შემდეგ სახელმწიფო სანიველირე ქსელის აღდგენა საჯარო რეესტრის ძალისხმევით დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაასრულა. 80-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში პირველად ტარდება სამუშაოები სანიველირო ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე სააგენტომ სანიველირო ქსელის რეპერების მოკვლევის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, სანიველირე ქსელის 2000-მდე წერტილის მოძიება და მათი მდგომარეობის შესწავლა განხორციელდა. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რეპერებისა და მარკების დიდი ნაწილი განადგურებული ან დაზიანებულია. საჯარო რეესტრის პროექტიც სწორედ მის აღდგენას და გამართულ ფუნქციონირებას ისახავს მიზნად. პროექტის მომდევნო ეტაპი სანიველირე ქსელის წერტილებისთვის ადგილების შერჩევას, ამ ადგილებზე გეოდეზიური მარკების დამაგრებას და უშუალოდ ქსელის მუშაობის აღდგენას მოიცავს. გეოდეზიური მარკების ადგილმდებარეობა გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმყოფილებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი შედარებით დაცულ ადგილებში განთავსდეს და წლების განმავლობაში დაუზიანებლად შენარჩუნდეს. პროექტის მეორე ეტაპზე საჯარო რეესტრის სპეციალისტებს კონსულტაციებს შვედი ექსპერტებიც გაუწევენ. სახელმწიფო სანიველირე ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა კი დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება. სახელმწიფო სანიველირე ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას. ქვეყანაში ქსელის გამართული ფუნქიონირება მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისთვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, კარტოგრაფიისა და გზათა ქსელის განვითარებისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისთვის, აერონავიგაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სანიველირე წერტილების აღნიშვნა ქართული გეოდეზიური მარკებით მოხდება. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის, რუსული წარწერებია განთავსებული. მარკების დამაგრების შემდეგ მათი კოორდინატების განსაზღვრა და სანიველირე ქსელის ელექტრონული კატალოგის მომზადებაც მოხდება. სახელმწიფო სანიველირე ქსელი და მასზე დაფუძნებული სიმაღლური მოდელი საინჟინრო საქმიანობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი სიზუსტით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამას გარდა, საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კი მთაგორიანია. სანიველირე ქსელის გამართული ფუნქციონირება დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისთვისაც აუცილებელია. საქართველოს მასშტაბით სანიველირე ქსელის რეკონსტრუქციის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)