|
2015-01-29 11:04:20, 736 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ბიურომ შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს თავმჯდომარეს უმასპინძლა
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ შვედეთის სამეფოს სააღსრულებო სააგენტოს თავმჯდომარე ქალბატონ ევა ლიედსტრომ ადლერს, სააღსრულებო ბიზნესპროცესების მთავარ მენეჯერ სვენ შილგრენს, ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ კოორდინატორ ლარშ კლინტსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, ბიუროს მიერ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო. ინფორმაციისათვის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2014 წლის ზაფხულში შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიურო შვედეთის სამეფოს სააღსრულებო სააგენტოსთან თანამშრომლობს. მუშაობის სფერო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი, პრევენციული კამპანიები, შიდა კომუნიკაციის მეთოდები, ადამიანური რესურსების მართვის სისტემები, ვალაუვალობის პრევენციის გზები.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)