|
2020-10-28 19:56:40, 492 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიასგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებისა და საარჩევნო ღონისძიებების შესახებ. თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული მექანიზმები იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ამომრჩეველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავებული პროტოკოლის შესახებ, რომლის საფუძველზეც იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიიღონ 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად განმარტა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები. მან აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს. ამ განსაზღვრული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)