2015-09-22 11:38:33, 578 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს
ბორჯომში, სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მობილიზებული იყო დამატებით ჯგუფები ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის დანაყოფებიდან.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან