20:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-25 19:23:29, 725 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი - არჩევნების შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს ხელი უნდა გავუწოდოთ და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი

„არჩევნების შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს ხელი უნდა გავუწოდოთ და საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მაჟორიტარად დავით კირკიტაძის წარდგენისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ყველამ უნდა დაივიწყოს ბოღმა, რომელიც დღემდე არის.

„31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დღევანდელ მეტოქეებს, დღევანდელ და გუშინდელ კრიტიკოსებს აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი და ვუთხრათ: დავივიწყოთ წარსული მტრობა, დავივიწყოთ ყველანაირი ბოღმა, დავივიწყოთ ყველაფერი, რაც თქვენ გაგვიკეთეთ ცუდი და მოდით ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქართველი ერი გაერთიანდეს, საქართველოს ერთად ავუშენოთ მომავალი, მიუხედავად ყველაფრისა.

ჩვენ ჩვენს თავში ვიპოვით ძალას, ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალაც, პატიების ძალაც, დამარცხებული მოწინააღმდეგისათვის ხელის გაწოდების ძალაც, და ყველასთან ერთად ახალი საქართველოს აშენებიც ძალაც, ენერგიაც და გამოცდილებაც“ , - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics