03:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 15:21:23, 548 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს

„თიბისი“ მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად,  სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად  შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

„თიბისის“ ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს.

დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება :

·         თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით;

·         კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

·         საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება;

·         ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება;

·         უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

·         ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

·         ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით;

·         საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

·         სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე,  მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და  მომხმარებელს  მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics