|
2020-10-18 19:50:05, 3364 ნახვა
კახი კალაძე - ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ პროგრესზეა ორიენტირებული
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ პროგრესზეა ორიენტირებული“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახი კალაძემ განაცხადა. „დიდი პასუხისმგებლობაა დღეს თქვენ წინაშე დგომა, მითუმეტეს როდესაც ვაცნობიერებ, რომ საუბარი მიწევს მშრომელ, პოზიტიურ, საკუთარ მხარესა და სამშობლოზე შეყვარებულ, მომავლის იმედით აღსავსე ადამიანებთან. აბაშაში და მთლიანად სამეგრელოში განსაკუთრებული ხასიათის, მოწესრიგებული, სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ტრადიციების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ სხვების გვერდით დგომას და დახმარების ხელის გაწვდენას. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ასეთი ადამიანებით, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ამ ულამაზესი კუთხით და კონკრეტულად ამ პატარა, გამორჩეულად ლამაზი ქალაქით. შეუძლებელია იყო პოლიტიკაში, გქონდეს ამბიცია, რომ გიყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი რეგიონები, ქალაქები და აქაურობის გალამაზებაზე, კიდევ უფრო განვითარებაზე არ ზრუნავდე. 2012 წელს სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა რეჟიმის ცვლილება და იმ დღიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწორედ პროგრესზეა ორიენტირებული, რომელიც მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის, ადამიანზე ზრუნვის კვალდაკვალ შეიძლება იქნეს მიღწეული. დარწმუნებული ვარ, ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ გრძნობთ და ხედავთ, რომ განვლილი 8 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანაში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დავიწყოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და ბევრს მიეცა შესაძლებლობა, რომ განევითარებია მცირე და საშუალო ბიზნესი. მინდა, ყველას გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ . - განაცხადა კახი კალაძემ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)