03:56 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 17:02:38, 495 ნახვა

საზოგადოება
„აწარმოე საქართველოში“ 2020 WTPO Awards-ის გამარჯვებულია

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. 14 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე, საქართველოსთან ერთად ჯილდოები შვედეთსა და კოსტა რიკასაც გადაეცათ.

წლევანდელი ცერემონიის მთავარი ფოკუსი იყო ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე. „აწარმოე საქართველოში“ კი ერთ-ერთი იყო 18 ფინალისტ სააგენტოს შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ავსტრია, ჰოლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია და შვედეთი.

ფინალისტებისა და გამარჯვებული ორგანიზაციების შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტები ექსპორტისა და ვაჭრობის კუთხით. ღონისძიებას კი წამყვანი კომპანიები და საჯარო დაწესებულებები აკვირდებიან.

“ასეთი დონის საერთაშორისო აღიარება, საქართველოს კიდევ ერთი წარმატებაა, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე”, - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

WTPO Awards პრესტიჟული, ტრანსნაციონალური კონკურსია, რომელიც 2004 წელს შეიქმნა ვაჭრობის ხელშემწყობ ორგანიზაციებს შორის საუკეთესოების გამოსავლენად. წელს, ღონისძიებაში 60 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რაც უპრენცენდენტოდ მაღალი რიცხვია მთელი ისტორიის მანძილზე.

WTPO Awards-ს ატარებს გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტო - საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი. სააგენტო მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სააგენტოებთან ყველა კონტინენტზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics