18:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 12:33:39, 608 ნახვა

სამართალი
ადვოკატის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, დეკანოზს კლინიკაში გადაყვანაზე ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა

ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება გაუგებარია, რადგან დეკანოზს სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა მიაწოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თავად სასჯელაღსრულების წარმომადგენელთან  დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

„ოთხშაბათს საღამოს თავად დეკანოზი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მასთან იყო შესული სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ ხუთშაბათს იგეგმება მისი კვლევის მიზნით სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანა, კვლევის ჩატარება და შემდგომ მისი უკან დაბრუნება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი სასჯელაღსრულების წარმომადგენელს, რომლის კონტაქტიც თავად დეკანოზმა გამიზიარა, თუმცა სამწუხაროდ, ჩემს ზარებს არ პასუხობდა. დღეს ვცდილობდი დილიდან დაკავშირებას და ისევ არ პასუხობდა. ამ ეტაპზე შევალ დაწესებულებაში და შევეცდები, ადმინისტრაციის მეშვეობით მივიღო ინფორმაცია.

მე სასჯელაღსრულების ეს განცხადება თავად არ მინახავს და გაუგებარია. როგორც გითხარით, ოთხშაბათს საღამოს თავად დამიკავშირდა დეკანოზი, რომელსაც თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics