2015-09-19 13:18:41, 706 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 19, 20 და 21 სექტემბერს საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები დაიკეტება.
ოსური მედიის ცნობით, შეზღუდვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავს უკავშირდება.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 19, 20 და 21 სექტემბერს დროებით შეწყდება მოქალაქეთა გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.
ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა 22 სექტმებრიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან