18:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 12:04:26, 592 ნახვა

სამართალი
„უფლებები საქართველო“ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ნატალია ილიჩოვას ინტერესებს დაიცავს

„უფლებები საქართველო" ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ჩაერთო და ექსპერტ-კარტოგრაფის ნატალია ილიჩოვას ინტერესებს დაიცავს, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ივერი მელაშვილთან ერთად, ბრალი 2005-2007 წლებში მეზობელი ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ჩადენაში ედება.

ნატალია ილიჩოვა, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, „უფლებები საქართველოს" ადვოკატმა გიორგი მახარაძემ 13 ოქტომბერს პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

საქართველოს პროკურატურამ ექსპერტ-კარტოგრაფების ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics