|
2020-10-13 13:03:37, 425 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასპინძაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შექმნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში სარაგბო ბაზა დაათვალიერეს. ბაზის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. მშენებელობასა და ბაზის ტექნოლოგიურ მოწყობაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაგბის ბაზა გათვლილია 100 ადამიანზე, აქვს სტანდარტული და სათადარიგო ბუნებრივსაფარიანი თანამედროვე მოედნები. ბაზაზე, შეკრებებზე წვრთნას გადიან საქართველოს სხვადასხვა სარაგბო კლუბების გუნდები, ტარდება საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატის მატჩები, ეწყობა საბავშვო ფესტივალები და საზაფხულო ბანაკები, მათ შორის ინკლიუზიური. ადგილზე თანამედროვე სპორტული ბაზის არსებობამ ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში რაგბით დაინტერესებას, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. რაგბის ბაზის ტერიტორიაზე „ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი" ფუნქციონირებს, სადაც განვითარების თავისებურების მქონე მოზარდებთან სამუშაოდ, მათთვის ფიზიკური და საკომუნიკაციო უნარების გასაუმჯობესებლად, გამოყენებულია რაგბის ელემენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური სპორტული პროგრამა. პრემიერმა ბაზის დათვალიერებისას განსაკუთრებით აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის და ფონდ "ქართუს" განსაკუთრებული როლი ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობაში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფონდმა ბოლო წლებში 200 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში, რამაც ქართულ რაგბის განვითარებისა და ყველასთვის საამაყო წარმატებების მიღწევის საშუალება მისცა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)