20:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 18:46:56, 925 ნახვა

სამართალი
აზერბაიჯანის პროკურატურამ საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

აზერბაიჯანის პროკურატურამ საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტრენდი“ ავრცელებს.

მისი თქმით, გამოძიების დროს საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს პირები აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენებით.

„პროკურატურა სომხეთის საოკუპაციო არსის გამოსავლენად და მისი სამხედრო მოსამსახურეების პროვოკაციული ფორმირებების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ჩვენი არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის გარკვეულ ზომებს მიმართავს. გამოძიება ჩატარდა ადგილობრივ და უცხოურ მედიაში გავრცელებული მრავალი ინფორმაციის საფუძველზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საფრანგეთის მოქალაქე არტურ ოვანისიანისა და საქართველოს მოქალაქის ვაჰან ჩახალიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

გამოძიებით დადგინდა, რომ არტურ ოგანესიანსა და ვაჰან ჩახალიანს სომხეთსა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირებთან კრიმინალური კავშირი ჰქონდათ. მათ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონი და მიგრაციის კოდექსის მოთხოვნები დაარღვიეს, უკანონოდ გადაკვეთეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით. გამოძიების დროს საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ეს პირები აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics