|
2020-10-09 13:59:28, 579 ნახვა
საზოგადოება
მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, „ბილაინი დეველოპერებისთვის“ ჰაკათონს ატარებს
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას. 23 – 25 ოქტომბერს, ბილაინი კომპიუტერული თამაშების ჰაკათონს, Beeline Game Jam -ს ატარებს და თამაშების შექმნით დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს. Beeline Game Jam -ის მიზანი, მობილური თამაშების ადგილობრივი დეველოპერების აღმოჩენა, წახალისება და თანამშრომლობის შეთავაზებაა. დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი გუნდები, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან. პანდემიის გათვალისწინიებით, ჰაკათონი ონლაინ იმართება. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი საჩუქრად მიიღებს PlayStation 4-ს. რაც მთავარია, საინტერესო პროტოტიპების/იდეების შემქმნელ გუნდებს შესაძლებლობა აქვთ თამაშების მიმართულებით ბილაინის პარტნიორები გახდნენ და გააფორმონ ხელშეკრულება შემოსავლის გაყოფის მოდელით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა ჰაკათონის ღონისძიების გვერდზე შეუძლიათ. გუნდების რეგისტრაცია 18 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს. ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და ინოვაციური მიდგომით, მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულება შექმნას. ამ ეტაპზე ბილაინის ციფრულ არხებში 6 თამაშია ხელმისაწვდომი. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს მისი თამაშების პორტალის შემდგომი განვითარება, მათ შორის ჰაკათონის შედეგად აღმოჩენილი ახალი ტალანტების მიერ ადგილობრივად შექმნილი თამაშების განთავსება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)