|
2020-10-01 09:45:27, 540 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან აჭარის გარდა 1-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ
აჭარისა, ოზურგეთის და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, თუ მოსწავლე თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოს. „სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში. განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის ფაქტის შემთხვევაში, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სამინისტროს ცნობითვე, აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა, ასევე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე დისტანციური სწავლების რეჟიმით იქნება შენარჩუნებული. რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)