00:13 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 14:08:38, 693 ნახვა

სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტ გიორგი ლუბარეცის გამოკითხვა მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროგრამისტ გიორგი ლუბარეცის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს.

პროგრამისტმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად მოითხოვა. ამის მიზეზად ლუბარეცი ასახელებს იმას, რომ იგი პროკურატურას არ ენდობა.

„მე მოვითხოვე მაგისტრი მოსამართლის თანადასწრებით გამოკითხვა. ამის მიზეზია ის, რომ არ ვენდობი ზოგადად პროკურატურას, რადგან ეგრევე ტელეფონი ჩამომართვეს და უნდათ რომ გახსნან და როცა არაფერ შუაში არ ვარ ჩემს ტელეფონში იძრომიალონ და ჩემი პირადი ინფორმაცია წაიღონ და დააკოპირონ“, - განაცხადა ლუბარეცმა.

ცნობისთვის, ლუბარეცი გუშინაც გამოიკითხა. პროგრამისტმა განაცხადა, რომ მას ბაჩალიაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს და საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი მხოლოდ გარდაცვლილი პროგრამისტის შესახებ ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებაა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics