11:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 11:13:30, 552 ნახვა

ეკონომიკა
„ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება

გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება. მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს, დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო.

კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან გეგმავს.

„აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას - დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით. ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ,  თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამ პროცესში,“ - ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი.

„ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი.

კომპანიამ წელს თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics