2020-09-26 13:30:40, 676 ნახვა
სამართალი
დავით ფურცხვანიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს
„სპუტნიკ ტვ”-ს დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს.
ფურცხვანიძის ადვოკატის, ნოდარ მესხის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
„ამ ეტაპზე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე მუხლია 370-ეს მეორე ნაწილი. ლოგიკურია, რომ რადგან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მეც არ გამაჩნია ინფორმაცია, რომ მოგაწოდოთ. მე, ალბათ, მოვითხოვ აღკვეთი ღონისძიები გარეშე დატოვებას, მაგრამ გააჩნია პროკურატურის პოზიციას“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე არის პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ე.წ სატელიტის ფოტოები მიაწოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული კადრები დამონტაჟებულია და 2019 წლით თარიღდება.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან