2015-09-16 18:09:36, 690 ნახვა
საზოგადოება
"თიბისი ბანკის" პროექტის #წერექართულად პრეზენტაცია გაიმართება
"თიბისი ბანკის" პროექტის #წერექართულად პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება ხვალ, 17 სექტემბერს, 19:30 საათზე, "არტარეას" ეზოში გაიმართება, მისამართზე: დოდო აბაშიძის #10.
ჟურნალისტებს პროექტს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ასევე პროექტის პარტნიორები, დიზაინერი ზვიად ციკოლია, კომპანია Leavingstone-ის დამფუძნებელი გიორგი ბურჭულაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი მირიან ხოსიტაშვილი გააცნობენ.
პრეზენტაციის პარალელურად, "არტარეას" გალერეაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის კალიგრაფების მიერ შექმნილი ხელნაწერების გამოფენაც გაიმართება. ასევე წარმოგიდგენილი იქნება ნიკა მაჩაიძის ვიდეოარტი თემაზე: #წერექართულად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან