01:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 09:48:57, 563 ნახვა

სამართალი
მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. 

რამიშვილი ასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის საშუალებითაც გამოძიების მიერ ჩამორთმეული ტელეფონით დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერასთან ერთად მისი პირადი მონაცემებიც საჯარო გახდა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე. საქმე უკავშირდება ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გასაჯაროებულ სატელიტის ფოტოებს. ფოტოები მიხეილ რამიშვილს ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა. პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებულია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics