|
2020-09-24 13:55:51, 600 ნახვა
საზოგადოება
1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება
1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფოთსა და გორში 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა კლასში. „ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1- ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა კლასში. იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ჩემს მირ ჩამოთვლილ ქალაქებში გრძელდება სწავლა ფიზიკურად საკლასო ოთახებში, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სწავლების დისტანციური მოდელი აირჩიონ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)