01:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 17:50:03, 548 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას კითხვები საქმეში არსებულ სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით ჰქონდა, რომლებიც ადვოკატისა და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციას უკავშირდებოდა.

„დაკითხვა მიდიოდა იმ მიმართულებით, რომ მე ხო არ შევუკვეთე ან ხომ არ გავაყალბე სატელიტის ფოტოები. საიდან გავიცანი დავით ფურცხვანიძე და ა.შ. გამოძიებას არანაირი ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე ხელი ჰქონდა შეშლილი, გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, - განაცხადა რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics