|
2020-09-21 18:23:34, 728 ნახვა
საზოგადოება
ზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ხდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ლითონის მოაჯირი, ფილები, ბორდიური და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგვება ნერგები და მოეწყობა ბალახის საფარი. სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „აქტიურად ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა იყო. სრული რეაბილიტაცია უტარდება სკვერს და ზღვისუბნელებს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 510 433 ლარს დახარჯავს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)