|
2020-09-19 20:52:01, 709 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო -დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს
აშშ-ს საელჩო საქართველოში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ლიბერალური სიმბოლოს, რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რუთ ბეიდერ გინსბურგმა 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში გახდა მეორე ქალი, რომელიც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და, ამავდროულად, თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში." - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)