|
2015-09-15 11:37:57, 593 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 9 ოჯახს დაეხმარება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარი მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ კიდევ 9 ოჯახს დაეხმარება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი სახლების მშნებლობისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოეყოფათ 13 500 ლარი, აღნიშნულ ოჯახებს დახმარება ასევე გაუწიეს მუნიციპალიტეტების გამგეობებმა. კომისიის რეკომენტაციით, სარეზერვო ფონდიდან თანხას შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახიც მიიღებს. დაზარალებულებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა გამაგრებისათვის/დაშლა გადატანისათვის სარეზერვო ფონდიდან 25 259 ლარი გამოეყოფათ. კომისიის წევრებმა სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებული 4 ეკომიგრანტი ოჯახის (შუახევის მუნიციპალიტეტიდან 2, ხულოს მუნიციპალიტეტიდან 2 ოჯახი) განსახლებისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯების გამოყოფის თაობაზეც იმსჯელეს. კომისიის რეკომენდაციით აღნიშნულ ოჯახებს გამოეყოფათ 6 000 ლარი. შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 11 სექტემბერს მიღებული რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებთ სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახი დახმარების სახით ჯამში 44 759 ლარს მიიღებს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)