19:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 15:12:19, 3645 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2020” ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში ქართულ-ამერიკული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მიერ ერთობლივი სამედიცინო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამედიცინო ქვედანაყოფებმა სამედიცინო სწავლება ორ ფაზად ვაზიანის მე-5 და მე-11 პოლიგონებზე ჩაატარეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც. სცენარის მიხედვით, საინჟინრო კონვოის გადაადგილების დროს აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ქართულ-ამერიკულმა სამედიცინო საევაკუაციო ჯგუფებმა დაშავებულებს დაუყონებლივ აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და ამერიკული საევაკუაციო ვერტმფრენით „შავი ქორი“ მე-11 პოლიგონზე გაშლილ საველე ჰოსპიტალში ROL2 გადაიყვანეს. საველე ჰოსპიტალში ურგენტულ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სამხედროები ქირურგიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბლოკებში განათავსეს, სადაც სამხედრო ექიმებმა მათ პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასტაბილურეს. „ღირსეულ პარტნიორს“ საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს და ის მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics