2020-09-07 14:49:20, 3707 ნახვა
სამართალი
ანა გაბეჩავა უარყოფს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებისგან 15 000 ლარი მოითხოვა
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ანა გაბეჩავა უარყოფს, რომ ბრალდებულებისგან 15 000 ლარი მოითხოვა.
მედიასთან სხვა სახის კომენტარი გაბეჩავას არ გაუკეთებია.
მისი ადვოკატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი სახის „ცრუ ინფორმაციის გავრცელება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას გამოიყენებენ“.
„რაც შეეხება ანა გაბეჩავას მიერ თანხის მოთხოვნის საკითხს, აღნიშნული დეზინფორმაციის ავტორი ჩვენთვის უცნობია. იმ შემთხვევაში თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელება, გამოვიყენებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას“, - თათია მანეჟაშვილმა განაცხადა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ანა გაბეჩავას დაკითხავენ. 15:00 საათზე დაკითხავენ. ის სასამართლოში უკვე მივიდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან